„მითვალთვალებდა, იცოდა ნონა როდის რჩებოდა მარტო“ - ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

„მითვალთვალებდა, იცოდა ნონა როდის რჩებოდა მარტო“ - ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

ფონიჭალაში სასტიკად მოკლული ნონა ომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია ცოლ-შვილის მკვლელობის დღეს გადაცემა "პროფილში" სტუმრობისას დეტალურად იხსენებს.

მამფორია გამორიცხავს, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით მომხდარიყო.

"დილით 08:00 საათზე გავედი სამსახურში. ჩავედი მამიდაშვილთან, მან მითხრა, რომ თანხა ჰქონდა ქუთაისში გადასარიცხი და სურდა ჩემი სახელით გადაერიცხა. პირადობის მოწმობა სახლში მქონდა დატოვებული. მივბრუნდი სახლში დავურეკე ნონას და ვუთხარი, საფულე ფანჯრიდან ჩამოეგდო. ასეც მოიქცა. ამის შემდეგ წავედით ბანკში. 10 საათისკენ კი სამსახურში მივედი. ერთ საათში მირეკავს მამიდაშვილის მეუღლე და მეუბნება, რომ ჩემი სახლის საძინებლიდან კვამლი გამოდიოდა. დავრეკე ნონასთან, მაგრამ არ მიპასუხა. მაშინვე გავიქეცი სახლში. რომ მივედი პოლიცია და სახანძრო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. მოვიკითხე ბავში და მეუღლე, მითხრეს, რომ ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლი გადაეყლაპათ, ცოტა შეუძლოდ არიან და მეზობლებთან გვყავსო. თურმე ამ დროს ყველაფერი მომხდარი იყო. შემდეგ კიბეზე შემხვდა პოლიციელი, მან დაურეკა ვიღაცას, რომ დედა-შვილი დაიღუპნენო. არ ვიცი მერე მე რა დამემართა", - ამბობს მამფორია.

როგორც ის იხსენებს ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება ვერსიას, მამფორია კვლავ არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ნაცნობს ჩაედინა.

"რკინის კარი მაქვს, მას ვერ შეამტვრევ. კარი საკუთარი ნებით აქვს გაღებული ნონას. ალბათ ნაცნობი იყო. ისე კარს არ გაუღებდა. პოლიციამ მითხრა, რომ ყავა იყო მოდუღებულიო. ჩემი აზრით, ფულის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ამბობენ, ყველაფერი ადგილზეა, წაღებული არაფერიაო, მაგრამ შეიძლება დაიბნა და ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო. შურისძიებას გამოვრიცხავ. ყოველშემთხვევაში ეს შემთხვევით მომხდარი ფაქტი არ მგონია. ალბათ შერჩეული ჰქონდა დრო. მეც მითვალთვალებდა და ჩემს უფროს ბიჭსაც. იცოდა როდის რჩებოდა ნონა მარტო და სწორედ იმ დროს შევიდა მასთან", - განაცხადა მამფორიამ.

მისი თქმით, უფროსი ვაჟი მომხდარს შემთხვევით გადაურჩა, რადგან ის სკოლაში იყო.

"ჩემი მეუღლე ზალაში იყო მოკლული, ექსპერტიზამ თქვა, 26 ჭრილობა აქვს მიყენებულიო, ბავშვს - 16. ამის შემდეგ არის ორივე დამწვარი", - ამბობს მამფორია და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიასაც იხსნებეს, რომელიც ამავე სახლში დატრიალდა.

"ჩემი პირველი მეუღლეც ამ სახლში დაიღუპა. ეპილეფსია სჭირდა. ხშირად ხდებოდა ცუდათ, მაგრამ შემდეგ ისევ გამოდიოდა მდგომარეობიდან. ერთ დღეს აბაზანაში შევიდა. რომ დაიგვიანა შევხედე და მკვდარი დამხვდა", - იხსენებს ოთარ მამფორია.

სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 22 თებერვალს მოხდა. 35 წლის ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს.

ასევე იხილეთ: "ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ