"რაც ვიცი, ყველაფერს მოვყვები" - ეკა მიშველაძეს მთავარ პროკურატურაში კითხავენ

"რაც ვიცი, ყველაფერს მოვყვები" - ეკა მიშველაძეს მთავარ პროკურატურაში კითხავენ

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. საგამოძიებო უწყებაში მიშველაძის მისვლა მის მიერ გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვიყავი, როდესაც პროკურატურიდან დამიკავშირდნენ. გადაცემა "არჩევანის" დასრულების შემდეგ ვნახე სმს გზავნილი პროკურატურიდან, სადაც ეწერა, რომ სურთ ჩემთან გასაუბრება. მთხოვეს დილის 11:00 საათზე პროკურატურაში მისვლა. მე დავუკავშირდი ამ პირს და მზადყოფნა გამოვთქვი. რაც ვიცი, ყველაფერს მოვყვები, დანარჩენი გამოძიების საქმეა. პირადად მე ვიდეოკადრები და ფოტო ნანახი არ მაქვს, თუმცა პიროვნებამ, ვინც ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის "ვაიბერ" მიმოწერა წარმომიდგინა მტკიცებულების სახით, ასევე მითხრა, რომ არსებობს ვიდეო და ფოტო მასალაც", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ლევან ვეფხვაძესთან ერთად მივიდა.

როგორც ცნობილია, ეკა მიშველაძემ აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს მასსა და ალექსი პეტრიაშვილზე თვალთვალი ხორციელდებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ