ეკა მიშველაძემ პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი და ალექსი პეტრიაშვილის Viber-მიმოწერა წარუდგინა

ეკა მიშველაძემ პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი და ალექსი პეტრიაშვილის Viber-მიმოწერა წარუდგინა

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი და ალექსი პეტრიაშვილის Viber-მიმოწერა წარუდგინა.

ეკა მიშველაძე გუშინ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა. ჟურნალისტმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

"ეს იყო უბრალოდ გასაუბრება, აინტერესებდათ კონკრეტული დეტალები, რაც ვიცოდი, რაც მახსოვდა და შესაძლო იყო მეთქვა, ყველა დეტალი მოვუყევი. ამ ქვეყანაში ეს უკუღმართობა, რასაც ჰქვია უკანონო თვალთვალი, მიყურადება, ზოგადად ძალადობა, სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა, აუცილებლად უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დასრულდება. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა ადვოკატი ლევან ვეფხვაძე. მისი ინფორმაციით, გამოძიება არ არის დაწყებული, დღეს შედგა გასაუბრების ოქმი, რის საფუძველზეც პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა გამოძიება. თუმცა ადვოკატის განცხადებით, არსებული ინფორმაცია საკმარისია, რათა გამოძიება დაიწყოს და ეკა მიშველაძის მიერ დასახელებული პირები დაიკითხონ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ