ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:36 / 16-03-2016
როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ
ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ზურაბ ჯამალაშვილი, რომელიც ცნობილი ჰაკერის, კუდ-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა. როგორც უმცროსი ჯამალაშვილი ამბობს, მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია: "სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადავხედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

გაზეთი "ვერსია" ვასილ ჯამალაშვილის შესახებ წერს, რომ ის 2012 წელს კიბერდანაშაულის და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 9 მაღალჩინოსანი დააკავეს. ჯამალაშვილი დაკავებისას 18 წლის იყო და კუდ-ში მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. ის 16 წლის ასაკში კუდ-ში სამუშაოდ ვაჟა ლელუაშვილმა (კუდ-ის უფროსის მოადგილე) მიიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო-ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

ჯამალაშვილთან ერთად დაკავებული შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე საინტერესო განმარტებას აკეთებდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებაში ბექა კვარაცხელია აცხადებს, რომ ვაჟა ლელუაშვილისგან მიიღო დავალება, ისეთი სახის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა, რომლის მეშვეობითაც მოახდენდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან საჭირო ინფორმაციების ფარულად მოპოვებას.

ამ პროგრამით შესაძლებელი გახდა დაინტერესებული ობიექტის კომპიუტერში შეღწევა, მასში არსებული ინფორმაციის ნახვა და კოპირება, კომპიუტერის ეკრანის ყურება და იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს ეყენა მიკროფონი, შესაძლებელი იყო იმ ოთახში საუბრების მოსმენა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში: "დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში, უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას"

"ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პროგრამის საშუალებით მოგვესმინა ეკა ბესელიასთვის, გუბაზ სანიკიძისთვის, გია ხუხაშვილისთვის, გიორგი გეგეჭკორისთვის, გია ვოლსკისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, სოზარ სუბარისთვის. ფაქტობრივად, მოცული გვქონდა მთელი "ქართული ოცნება".

კვარაცხელიას თქმით, მიღებულ ინფორმაციას ისინი აწვდიდნენ ვაჟა ლელუაშვილს და დათა ახალაიას, თუმცა ჩვენების ბოლოს კვარაცხელია აღნიშნავდა, რომ ბოლო ერთი წელი მას კონტაქტი აღარ ჰქონია დათა ახალაიასთან და ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ ვაჟა ლელუაშვილს.

ლაშა დვალი
გაზეთი "ვერსია"
ასევე დაგაინტერესებთ| პირველი კადრები სასამართლო პროცესიდან, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
15:51 / 17-03-2016
ამ ყველაფრის გამოძიებას როდის და ვინ დაწყებს :)))

მხოლოდ ეს სტატია კმარა- ამდენი გვარი სახელი და თანამდებობაა დასახელებული - თუ ყველას ამნეზია დაემართა ერთბაშად :)))

ამდენი ფაქტია სახეზე - მაგრამ ეს არც ამერიკიაა არც ბრიტანეთი არც ევროპის სადარი ქვეყანა ...

ეს საქართველოა - ბანანის და კივის რესპუბლიკა ...

ამაზე მეტი ანალიზი - მეზარება :)))
ყოველივე ისედაც ნათელია ...

ყველასათვის საიდუმლოდ ...
14:05 / 17-03-2016
რუსეთი "უკვე" კი არა, ძალიან დიდი ხანია კი არ გვემუქრება გვეომება. მათი შეკავება და კავკასიონის ჩრდილოეთით გადადენა მხოლოდ დიდმა სარდალმა- ცოცხთთაყვანისმცემელმა ქინძმა შეძლო,რაც არ დავუფასეთ უმადურმა ქართველებმა და ისიც გავაძევეთ ქვეყნიდან.
123213-ს
მსგავსი სიახლეები
"თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა მოახდინოს რაიმეს მოდელირება, ეს არახალია"
"უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ შესწავლილ მონაცემებს"
კონფლიქტის დროს ჩარქანდიანს მაისური დაეხა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ცემეს
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ბექა ბასილაიას პლაკატები კი ხელშეუხებელია
+VIDEO "ათ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და პროვოკაციულ ქმედებებში"
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გუშინ გამართა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49