"ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი..." - ინგა გრიგოლიას კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

"ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი..." - ინგა გრიგოლიას კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დაკითხვა მიმდინარეობს. გრიგოლია უწყებაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

"დამიბარეს თემაზე, რამაც, პრაქტიკულად, დაანგრია ქვეყანა. ვგულისხმობ, ფარული ცხოვრების ამსახველ კადრებს. კონკრეტულად, მე დამიბარეს, ალბათ, იმასთან დაკავშირებით, რომ ვარ მუქარის ობიექტი. თუ არ დავტოვებ 31 მარტამდე ქვეყანას, იყო მუქარა, რომ გამომიქვეყნებდნენ ფარულად გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ვაპირებ პროკურატურას დავეხმარო. ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ის ტვინგამორეცხილი ადამიანები, ვინც საზოგადოებას ასეთი ტიპით აშანტაჟებს", - განაცხადა გრიგოლიამ დაკითხვაზე შესვლამდე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მეგობრისგან აქვს ინფორმაცია, რომ ფარულად გადაღებული მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლამდეც არსებობდა.

"ეს ინფორმაციის დონეზე მქონდა, თუმცა არ ვიცი, რა კადრები არსებობდა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ არსებობს კადრები. ეს მითხრა 2012 წლის არჩევნებამდე ერთი ან ორი თვით ადრე. ამ კადრებთან დაკავშირებით არანაირი მუქარა არ ყოფილა და ეს კადრები არ მინახავს პირადად მე", - აღნიშნა გრიგოლიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ