"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

გორში მოკლული სამხედრო მოსამსახურე, 39 წლის რომან ბედიანაშვილი, გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან იყო და გორში, კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 7 მარტს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა ქალია დაკავებული, რომელიც გორის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

ადგილობრივი მცხოვრები "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვება: "რომანი მეხუთე ბრიგადაში, 51 ბატალიონში კონტრაქტორად მსახურობდა. ხუთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ცოლთან გაცილებული იყო. აქ ქირით ცხოვრობდა. ხანდახან მეგობრები ამოჰყავდა და ქეიფობდნენ, მაგრამ დიდი ხმაურით და აყალმაყალით არასდროს გვაწუხებდა. საკმაოდ მშვიდი ბიჭი იყო. არც იმ ღამეს გაგვიგია ხმაური, მაგრამ ფანჯრიდან გამოსული კვამლი რომ დავინახეთ, მაშინვე პატრული გამოვიძახეთ... გვეგონა, რომ სახლში ნასვამი მივიდა, რამე დარჩა ჩართული და ხანძარი ასე გაჩნდა... შემდეგ მოვიდა პატრული და ითქვა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი. მე არ მინახავს ის გოგო ჩვენს დასახლებაში, მაგრამ როგორც ითქვა, სხვებს უნახავთ. ერთი ვერსიით, დიდი ხანია უკვე რაც იცნობდნენ ერთმანეთს, მეორე ვერსიით, თითქოს მკვლელობის საღამოს რომანს გოგო მეგობარმა გააცნო, რის შემდეგაც ბიჭთან სახლში ავიდნენ, მოკლედ, დანამდვილებით არავინ არაფერი იცს.

- დედამისის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...

- დიახ, შემდეგ გავიგეთ ჩვენც... მაგრამ მერე ისიც თქვეს, ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და შემდეგ ცეცხლი წაუკიდაო. ბენზინი ამოუტანია და გადაუსხამს... განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო| ვინ არის გორელი ქალი, რომელმაც ჯარისკაცი დაწვა: "ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, ბინაში ბენზინი მოასხა, კარი ჩაკეტა და..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ