ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:45 / 18-03-2016
"სახე გამოაჩინე შე ნაბ..." - ზურაბ ჯამალაშვილის ორსული მეუღლე ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანის ცემას შეეცადა
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს შორის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.

ინგა ჩატოიანს სახე თავსაფრით ჰქონდა დაფარული, პროცესის შემდეგ მას კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე მივარდა და შეეცადა მისთვის სახე გამოეჩინა. ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს. მათ თეა ჯამალაშვილი გააკავეს, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ჩატოიანს: "სახე გამოაჩინე შე ნაბ... ჩემი ქმრის გამო არ შეგარჩენ" - ყვიროდა ჯამალაშვილი, რომელმაც მანდატურებს შეხება აუკრძალა, რადგან მისი თქმით, ორსულადაა. ჯამალაშვილის მეუღლის განცხადებით, ინგა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩატოიანი არის პროკურატურის ცრუ მოწმე, რომლის ცრუ ჩვენებების საფუძველზეც მისი მეუღლე არის დაკავებული.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

ჩატოიანი სასამართლო შენობიდან მანდატურებმა გააცილეს. ბრალდებული კამერებს თავსაფრით ემალებოდა. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ყურები სტკივა.

სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

რაც შეეხება კუდის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, მას სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
10:48 / 19-03-2016
ქალბატონო დალი. რა პროკურატურა და ხელისუფლება გვყავს ეს კარგად ვიცით, მაგრამ ამ ქალბატონის მოსმენა ძალიან არასასიამოვნოა. გამწარებული სხვებიც მინახავს, მაგრამ გინება ქალის კი არა კაცისგან მეზიზღება. ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ. სულაც არ ვთვლი, რომ მისი ასეთი ქცევა მის მეუღლეს რამეში წაადგება. მგონია რომ პირიქით.

დალი-ს
09:32 / 19-03-2016
ამ კომენტარების წაკითხვის მერე,საბოლოოდ დავრწმუნდი,ჩვენ საზოგადოებას ისეთი მთავრობა,პროკურატურა და სასამართლო ყავს როგორსაც იმსახურებს.ხალხი,რომელიც გამწარებულ ქალს ამტყუნებს და კითხვას არ დასვამს , მართლა რატომ ქონდა ჩატოიანს სახე დაფარული, ბრბოა.
დალი
მსგავსი სიახლეები
პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა
ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
+VIDEO| "ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას"
+VIDEO "ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ციხეებში სასტიკი მოპყრობით იყვნენ დაკავებულები, ამათმა ციხეებიდან გამოუშვეს"
პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან
"ასეთი საკითხები ურთულესი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში"
"არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ"
"თითქოს, რადგან თვალთვალი ამაზრზენია, ამიტომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:23 / 29-08-2016  Image რუსთავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
+VIDEO დანაშაულში ეჭვმიტანილები მეზობელ კორპუსში მცხოვრები და-ძმა არიან
22:08 / 29-08-2016  Image "ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე
+VIDEO "ირაკლი კობახიძეს ნამუსი არ აქვს"
19:14 / 29-08-2016  Image "ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს
"ბავშვის მამა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული"
13:19 / 29-08-2016  Image "მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს
"ეს მუშა-პროცესის ნაწილია და საჯარო განხილვისთვის არ მეჩვენება საინტერესოდ"
13:01 / 29-08-2016  Image "თბილისელებს ახსოვთ სპექტაკლის დროს სკამიდან გადმოვარდნილი პირველი ლედი!" - რას უხსენებს სანდრა რულოვსს მოროშკინა
"იღებდა ყველანაირი აღვირახსნილობის უფლებას, მათ შორის ნარკოტიკის მოხმარების, რომელზეც თავის მხრივ არც სანდრა ამბობდა უარსს"
გამოკითხვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49