"სახე გამოაჩინე შე ნაბ..." - ზურაბ ჯამალაშვილის ორსული მეუღლე ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანის ცემას შეეცადა

"სახე გამოაჩინე შე ნაბ..." - ზურაბ ჯამალაშვილის ორსული მეუღლე ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანის ცემას შეეცადა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს შორის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.

ინგა ჩატოიანს სახე თავსაფრით ჰქონდა დაფარული, პროცესის შემდეგ მას კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე მივარდა და შეეცადა მისთვის სახე გამოეჩინა. ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს. მათ თეა ჯამალაშვილი გააკავეს, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ჩატოიანს: "სახე გამოაჩინე შე ნაბ... ჩემი ქმრის გამო არ შეგარჩენ" - ყვიროდა ჯამალაშვილი, რომელმაც მანდატურებს შეხება აუკრძალა, რადგან მისი თქმით, ორსულადაა. ჯამალაშვილის მეუღლის განცხადებით, ინგა ჩატოიანი არის პროკურატურის ცრუ მოწმე, რომლის ცრუ ჩვენებების საფუძველზეც მისი მეუღლე არის დაკავებული.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

ჩატოიანი სასამართლო შენობიდან მანდატურებმა გააცილეს. ბრალდებული კამერებს თავსაფრით ემალებოდა. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ყურები სტკივა.

სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

რაც შეეხება კუდის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, მას სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ