პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან. ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, უახლოეს პერიოდში მისი კომიტეტი პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.

"ჩვენ უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი, რომლის ინიცირება სწრაფად გვინდა რომ მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და ამავე დროს არსებულ მუხლებში, რომელშიც ცვლილება წინა ხელისუფლების დროს შევიდა და ჩაიწერა, რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა, მაშინ არის დასჯადი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, ეს იყოს ამოღებული. არავითარი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამატებით არ სჭირდება, თუკი ირღვევა ადამიანის ოჯახური და პირადი სივრცე", _ აღნიშნა ბესელიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ