კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:10 / 22-03-2016
ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება
დღეს გამთენიისას ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადირება განხორციელდა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს.

ვინ არის სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი "მასტერა", რომელიც ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა? "ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის - შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდები პატიმარ გიორგი გორგაძესთან შეთანხმებით, მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევის მიზნით, რუსთავის ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. მოკლულთა შორის პატიმარ გორგაძის 17 წლის ძმა, შოთა გორგაძეც იყო. ინფორმაცია "ციხეზე შესაძლო თავდასხმის" შესახებ კუდ-ში შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

"მასტერას" ცოდვები
დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. "მასტერა" ცნობილი იყო, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, ასევე რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია "ენვერის" საქმეებში.

2007 წელს, როდესაც ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა, სპეცსამსახურებმა საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ. ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...

თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და "მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1.500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, "მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.

იხილეთ ვიდეო

2012 წლის იანვარში "მასტერა" ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა, განუყრელ მეგობრებთან მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძესთან ერთად. სამხედრო მოსამსახურეებთან "მუშაობის" გამოცდილება "მასტერას" 2008 წლიდან ჰქონდა. 2008 წლის 16 აგვისტოს სპეცრაზმის თანამშრომლებს აჭარიდან თბილისში გადმოჰყავდათ დღემდე დაუდგენელი მოტივით დაკავებული სამხედრო მზვერავი როინ შავაძე, რომელიც იმ დროს რატომღაც სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. გზაში ის უამრავი თვითმხილველის წინ დახვრიტეს (მოკლულს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი). ოფიციალური ვერსიით, შავაძემ გაქცევა სცადა. მზვერავის ქვრივი დღემდე აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში გარეულია "კუდ"-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - დათა ახალია, გია დგებუაძე და აჭარის "კუდ"-ის უფროსი თემურ პატარიძე.

2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, "მასტერა" მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არც მას დაადგებოდა კარგი დღე და გაქცევით უშველა თავს. თანაც ამბობენ, რომ შავი დღისთვის" გადანახული უამრავი კომპრომატი გაიყოლა ჰოლანდიაში... ასე რომ, "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანა სავარაუდოდ, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახდის ფარდას...

"მასტერა" სავარაუდოდ, ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. ამაზე საუბრობს "კვირის პალიტრისთვის" 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი მამუკა ნოზაძე: "დგებუაძე მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარულ ჩანაწერებში ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკარავებს შეკვეთილ მკვლელობას. გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა. "მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".

მომზადებულია "კვირის პალიტრის" მიხედვით

იხილეთ ვიდეო| "მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან ექსტრადირებულია
12:53 / 23-03-2016
არაფრის გამომზიებლები აგენი არ არიან მატროსოვზე მოუჯენენ ზმაკაცებს და იქედან დაწყებინებენ მარტვას ხალხის /ეს ქოცები იმიტომ მოვიდნენ რომ ნაცები გაამარტლონ და დააბრუნონ ,აი ნახავტ ივანისვილი ამიტომ არის მოსული რომ ხალხს ტავზე დაასვას ნაცები და რესპუბლიკელები.ივანისვილს ესინია მილიარდები არ დაკარგოს და კრუხივიტ აზის მის ქონებას და ხმას ვინ ამოაგებინებს ესინია
nia
12:13 / 23-03-2016
საერთოდ გადარეულა ეს ხალხი !!!! მასტერას გათეთრებასაც ცდილობთ? მართლა უნდა ამოძირკვო ყველა ნაციონალი, არაფრის აღიარება, ხომ არ ყნდათ და მისხალი სინანულიც კი არა აქვთ.
მარი
მსგავსი სიახლეები
"არის მცდელობა თქვენი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებისა ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ლოიალურები არ აღმოვჩნდით
+PHOTO ის დღესდღეობით ყველაზე საძულველი ქალია ამერიკაში, თუ მთელ მსოფლიოშიც არა
"რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად"
+VIDEO "ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება
"მისი დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს"
ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურზე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:46 / 25-08-2016  Image წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა
რამდენი სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს?
08:33 / 07-09-2015  Image საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ
AMBEBI.GE-ს შემეცნებითი ტური|მელოურის მღვიმე, ბატეთის ტბა, მარნეულის არქეოლოგიური ველები
11:52 / 25-08-2016  Image "მარკეტინგული ომები" - ათასობით მარკეტერის სამაგიდო წიგნი ქართულ ენაზე!
მარკეტინგის სწორად მართვა ერთგვარი ომია, რომელშიც წლებია ათობით ათასი კომპანიაა ჩართული
10:22 / 25-08-2016  Image შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ - რომელი "სგუშონი" ჯობია
რჩევები წარმოების ლაბორატორიიდან
17:35 / 24-08-2016  Image ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება
"მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49