"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"

"მასტერა" ბრალს არ აღიარებს: "იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო"

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ადვოკატის ირაკლი გრძელიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დგებუაძესთან მისი ინტერესების დამცველები მცირე ხნით იმყოფებოდნენ და მათ შორის მხოლოდ ზედაპირული გასაუბრება შედგა.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, დაახლოებით 15 წუთიანი საუბარი. ის ბრალს არ აღიარებს. რაც არ ჩაუდენია რა უნდა აღიაროს? ჩვენების მიცემას ნამდვილად აპირებს და იტყვის იმას, რაც სინამდვილეში იყო. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა გიორგი დგებუაძე და ეჭვიც არ მეპარება, რომ აღნიშნულ ბრალდებაშიც გამართლდება. ის ამ ეტაპზე რაიმე სახის ზეწოლაზე არ საუბრობს, არც პოლიტიკურზე და არც სხვა სახის ზეწოლაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში წუხელ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

წაიკითხეთ: ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ