ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:01 / 29-03-2016
12 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნილია - ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი
მთავარმა პროკურატურამ 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული დანაშაული გახსნა. თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი დავით ოთხმეზური მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაკავებული.

იხილეთ ვიდეო


როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. "2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურამ მოცემულ საქმეზე გაააქტიურა გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც
მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
18:19 / 16-05-2016
nini
0
რა არ დაიწერა, რის არ დაიწერა თუ ართმევდნენ თავი დაეცვა კაცურად.ჩმორების შიშია იარაღის გამოყენება. შეეშინდა გოიმს.........და მოკლა.
10:57 / 05-05-2016
1111
0
ეს არის ზღაპარი. სინამდვილე იქნება ეს : ჩაიდინა კიდევ რაღაც ახალი დანაშაული და მასთან ერთად აღიარა ძველიც. ასე ხდება ხოლმე ამიტომ ნუ დაიბრალებთ რა 10 წლის წინ მომხდარი კი არა 1 კვირის წინ მომხდარ დანაშაულს ვერ ხსნით :)
მსგავსი სიახლეები
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
მამაკაცმა მეუღლეს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა
+VIDEO მკვლელობა სავარაუდოდ ორი დღის წინ
"გამოდის, რომ სპორტსმენს შეუძლია ადამიანი მოკლას, რადგან კარგი სპორტსმენია?!"
საქმე ეხება, 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას
+VIDEO ზესტაფონელი ქალი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში
+VIDEO "ვუთხარი დედაშენი მალაპარაკემეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო"
"მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან"
ავტობუსში მსხდომ შეიარაღებულ რუს სამხედროებს აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:29 / 29-06-2017  Image თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმაა
საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება
18:24 / 29-06-2017  Image ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
11:33 / 29-06-2017  Image რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა - ცნობილი ცაციები და მათი ცხოვრების სტილი
ლიდერობა ახასიათებთ, უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში...
19:25 / 29-06-2017  Image ლიზა ყენიას "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
+PHOTO ლიზა ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა
16:04 / 29-06-2017  Image რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან
სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49