"სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგდა პაპიძე

"სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგდა პაპიძე

მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"პროკურორები და გამომძიებლები აქცენტს აკეთებენ ჩემს მიმართ, რომ მე ჩავიდინე ეს. მესმის მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია.

ეს არის შესაძლო შემთხვევა და პირველ რიგში, ეს დასამტკიცებელია. იმის გამო, რომ ვერ ვიტირე ჩემი ორი კაცი - ჩემი შვილი და ქმარი სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემ ხელებში ისინი როგორც თბილები ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არ არიან. მე თავისუფლება რომ მდომოდა იმისთვის მენდომებოდა, რომ მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს არსად მიმალვა არ უცდია. მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა პირველ რიგში სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბრიგადებს, ვანიშნებდი საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად არ დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიმართლეს და შეველას", - განაცხადა პაპიძემ პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

VIDEO: მაგდა პაპიძე პატიმრობაში რჩება - ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

იხილეთ ასევე:

"მინდა საზოგადოებამ განსაჯოს ჩემი, როგორც დედის და ქალის მდგომარეობა" - პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

"მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ერთადერთი სადაც შეიძლება წავიდეს, შვილის საფლავია" - მაგდა პაპიძის ადვოკატი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ