მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია

მთავარი პროკურატურა - გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცირება შეუძლებელია. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოხდა თუ არა გუშინ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელება.

"გუშინ გავრცელებულ კადრებს რაც შეეხება, იმ კადრებით იდენტიფიცირება - არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ან ვინ არის ამ კადრებზე ასახული ან არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ამ კადრებზე - შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ ვიდეოთი რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი შეიძლება იყოს", - განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, იგი ვერ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებით მოხდა ვიდეოების ატვირთვა.

მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა კადრები და რაში მოხდება მათი გამოყენება.

"როგორც გამოძიებითაა დადგენილი, არც ერთი კადრი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება იმის, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს", - განაცხადა ვასაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ