"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა

"გია ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს" - რას ჰყვება ჰოლანდიიდან ექსტრადირებული "მასტერას" ბიძა

კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე,­ იგივე "მასტერა", ჰოლანდიიდან საქართველოში 22 მარტს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჩამოიყვანეს. გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი სახელი ფიგურირებს რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეშიც. მისმა სახელმა გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილის საქმეშიც.

ანზორ აბულაძე, გიორგი დგებუაძის ბიძა: - ყველაფერი ჩემს დისშვილს გადააბრალეს, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. გია 2012 წლის არჩევნებამდე, აგვისტოს ბოლოს წავიდა ჰოლანდიაში. რადგან იცოდა, ისეთ რამეს დააბრალებდნენ, აუცილებლად დაიჭერდნენ. თუმცა ახალაიებს ვერაფერს უმტკიცებენ და იმას რა უნდა დაუმტკიცონ? მისმა ადვოკატმა გვითხრა, რომ ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტრომ საქ­ართველოს პროკურატურის მოთხოვნაზე უარი თქვა და მისი ექსტრადირება აღარ მოხდებოდა. მეტიც, ვიცოდით, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მერე რა შეიცვალა, არ ვიცით. მისი დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რომ ამბობენ, ჩეჩენ საველე მეთაუ­რთან­ მოლაპარაკებას აწარმოებდა და პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდაო, ეგ რა შუაშია?! ოქრუაშვილს ვინმემ რამე უნდა დაუჯეროს?

- ამბობენ, ახალაიების დავალებებს ასრულებდაო.

- გია არავის მოკლავდა, არც აწამებდა­. ნავთლუღის სპეცოპერაციისას იქ სამოქალაქო ფორმით და უიარაღოდ წავიდა. რაც მოხდა, გზაში შეიტყო, მგონი, დათა ახალაიასგან. მერე მას დაჰბრალდა ყველაფერი. ვისაც მასზე უნდა ხელის შეწმენდა, არაფერი გამოუვა...

გია ჯერ მერაბიშვილმა გაათავისუფლა, შემდეგ დათა ახალაიამ კუდ-იდან, ბოლოს ბაჩომ წაიყვანა თავდაცვაში. იცოდნენ, არ იყო დასაკარგი კადრი და იმიტომ, უფროსობა მას ეკითხებოდა ჭკუას. ალბათ, მაგარი რომ არის და მის ჭკუაზე არავის უშვებდა, ესაა მისი დანაშაული. გია დღევანდელი ხელისუფლების მსხვერპლია. ამდენი საშინელება თუ ჩაიდინა, რატომ ვერ უმტკიცებენ? ქურდებისა და კრიმინალების ალაგმვაც მისი დამსახურებაა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ