თბილისში გაზგასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა

თბილისში გაზგასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის დატუმბვის დროს მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ