"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას

"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ოთარ ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას

31 მარტს საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბალდებულის, მაგდა პაპიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" 4 აპრილის გამოცემის სტატიიდან, რომელიც პაპიძის საქმეს ეხება:

ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა:

- ჩემი თოკოს სულს ვფიცავ, თუ ვაჭარბებდე, პროკურორმა ირაკლიმ (გვარი არ მახსოვს) მითხრა, ბერძენიშვილის ზარი შემოვიდა, მან გვაცნობა, რომ მკვლელობა მოხდა უბანშიო. პირი დამრჩა ღია. მერე მითხრა, გამოვკითხეთ და არ დადასტურდა, რომ ის ბიჭი იმ ღამით უბანში იმყოფებოდა, ორთაჭალაში იყოო. არადა, როცა მაგდა პოლიციას მიჰყავდა, დაუნახავს ოთო, რომელიც უყურებდა, როგორ აპატიმრებდნენ მას. ამას რომ ვამბობ, დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ იმ პროკურორსაც დავასახელებ, ვინც ეს მითხრა. ახლა ის ბიჭი მონასტერშია ბერებთან. ახლა მოუნდა ბერობა? მინდოდა მისი ნახვა, მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა", მან კი შემომითვალა, დამიმტკიცეო.

იხილეთ ვიდეო| ყველაფერი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სკანდალური საქმის შესახებ

ღვთის წინაშე ვამბობ, ჩემს თორნიკეს ვფიცავ, არ ვიცოდი მისი არსებობა და არც ის, მაგდას მეგობარი თუ იყო. რომ მცოდნოდა, ამას ვაპატიებდი ჩემს შვილს? ომარს ეს როგორ გამოეპარა, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. იცით, როგორ მიყვარდა? მაგდას ვეუბნებოდი, მოუთმინე, შვილო, ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუ თვრება და აფრენს, მაინც შენი პატრონია და კარგი ბიჭია-მეთქი. მე ვენდობი მაგდას, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ხალხმა შეაფასოს ყველაფერი. ვფიქრობ, დანაშაულში ერთი კაცი არ მონაწილეობდა, მკვლელს დამხმარე ჰყავდა, ომარს ერთი ვერ მოერეოდა.

ეს და საქმის სხვა საინტერესო დეტალები წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

ასევე წაიკითხეთ:

"სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი" - რას ითხოვს მაგდა პაპიძე

"ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს