ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შესაძლოა, საპატიმროდან გაათავისუფლონ

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შესაძლოა, საპატიმროდან გაათავისუფლონ

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შესაძლოა, საპატიმროდან გაათავისუფლონ. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდეს, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული, რომლის თანახმადაც მძიმედ დაავადებული მსჯავრდებული, პატიმრობიდან არ გათავისუფლდა. ადვოკატის ინფორმაციით, თავად მსჯავრდებული პროცესს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი გვქონდა სარჩელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიისგან, ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლება მოვითხოვეთ. ეს სასამართლომ ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილა და კომისიას, ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა დაავალა. თუმცა, გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი არ დაკმაყოფილდა და სწორედ ეს არის გასაჩივრებული სააპელაციო წესით, რომლითაც ვითხოვდით, რომ გათავისუფლდეს მძიმედ დაავადებული ადამიანი სასჯელისგან", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ| "რუსლან ზუგდიდსკი" - მესამე თაობის "კანონიერი ქურდი", რომელიც მოსკოვში დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ