"აქ ჩემი დის სიცოცხლე წყდება... მის გამო ყველაფერს გავაკეთებთ" - მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება

"აქ ჩემი დის სიცოცხლე წყდება... მის გამო ყველაფერს გავაკეთებთ" - მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100-კაციანი სია შედგა, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატები არიან.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით ასევე დამტკიცდა კითხვარი, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატებს გადაეგზავნებათ.

დღევანდელ პროცესს თავად მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძეც ესწრებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე გაესაუბრა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორებმა დაცვის მხარეს მოუწოდეს, თავი შეიკავონ კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან. როგორც ლანა პაპიძემ განმარტა, პროკურატურამ თავად დაიწყო ყველაფერი და გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რასაც, ბუნებრივია, ოჯახის რეაქციაც მოჰყვა. მკვლელობაში ბრალდებულის და მიესალმება პროკურატურისგან აღნიშნული საკითხის წამოჭრას და იმედოვნებს, რომ ორივე მხარე თანაბარ პირობებში მოექცევა.

"აქ ჩემი დის სიცოცხლე წყდება. ჩვენ ნამდვილად, ყველანაიარად თავს ვიკავებთ, რომ ზედმეტი არაფერი გველაპარაკა. არ იყო ლამაზი თავიდანვე რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ ბევრი რამ. რომელ საკითხზე გამოუტანიათ აქამდე ამდენი მტკიცებულება, ვითომ ამხელა რეზონანსული საქმეა და ახლა გამოაქვეყნეს მტკიცებულები?", - განაცხადა ლანა პაპიძემ.

მისივე თქმით, თუკი საქმე ოჯახის ღირსებას ეხება, მათ ადეკვატური პასუხის გაცემის უფლება უნდა ჰქონდეთ. "ჩემი დის გამო ყველაფერს გავაკეთებთ. რომ მეტყვის არ მისცეთ ინტერვიუ, არ ვაძლევ. ახლა რაღაც პატარა ზეწოლები ვიგრძენი, რადგან გვიკრძალავენ ელემენტარულად პასუხის გაცემას. რატომ? როცა შენ ამხელა ტყუილს მიმჟღავნებ ჩემს ოჯახზე, მე არ მაქვს უფლება ჩემი ოჯახი დავიცვა? გამოდის მეზობელი, დედამთილი, აბსურდს ლაპარაკობს და მე ჩემი ოჯახის თავმოყვარეობა არ უნდა დავიცვა? თუ ქუჩაში მყავს ჩემი და ნაპოვნი?", - განაცხადა ლანა პაპიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

"ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება..." - რას ამბობს მაგდა პაპიძე რვეულში არსებულ ჩანაწერზე და სისხლის კვალზე

"მინდა საზოგადოებამ განსაჯოს ჩემი, როგორც დედის და ქალის მდგომარეობა" - პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ