რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე

რას ამბობდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი დაკავებამდე 4 დღით ადრე

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება

დაკავებულებს შორისაა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო წლებია მედიასთან არ გამოჩენილა, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე საქალაქო სასამართლოს შენობაში ჩაწერა "იმედის დრომ".

დაკავებამდე ლელუაშვილი ირწმუნებოდა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებასა და გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. "წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა გაეტანა კუდ-დან ეს ჩანაწერები. მე ის არასოდეს არ მქონია, არც შემინახავს და მითუმეტეს არც გამივრცელებია" - განაცხადა ლელუაშვილმა "იმედის დროსთან" საუბარში. მისივე თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, არსებობდა თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ასლები.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს. სპიკერ-პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავებული პირები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს. ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, მოწმეები უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან.

წაიკითხეთ: ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ