რა საქმეებს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები და როგორ ხდება მათი შერჩევა

რა საქმეებს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები და როგორ ხდება მათი შერჩევა

31 მარტს, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, შესაბამისად მოსამართლის თანხმობით, პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაინიშნა, თუმცა, იქამდე საჭიროა შესაბამისი პროცედურების გავლა, კერძოდ ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ეტაპები და საბოლოოდ მათი ამ პროცესში ჩართვა.

საქართველოში ნაფიც მსაჯულებს სულ რამდენიმე საქმე აქვთ განხილული, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე ALLNEWS.GE იურისტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა 2008 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე დანაშაულებებზე დაიწყო, თუმცა 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ბევრ საქმეში მონაწილეობდნენ. ნაფიც მსაჯულთა ჩართვა სასამართლო პროცესში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდეს, მეორე ეტაპი ახლიდან დაიწყოს და ა.შ.

- რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

- როგორც წესი, მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ერთვებიან ნაფიცი მსაჯულები, როგორიც არის მაგალითად, მკვლელობის მცდელობები. სანამ უშუალოდ მსაჯულთა შერჩევის პროცედურები იწყება, გადამწყვეტია ბრალდებულის პოზიცია განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ