რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. უწყებაში სხვა კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ინტერნეტში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად გამოვლინდნენ პირები, რომლებმაც 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განახორციელეს. აღნიშნული პირები დაკავებული არიან და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო| დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და პროკურატურის კომენტარი

წაიკითხეთ: ფარული ჩანაწერების სქემა - როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ