"კაცი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა და ამ დროს მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა" - რა გახდა ორმაგი მკვლელობის მიზეზი?!

"კაცი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა და ამ დროს მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა" - რა გახდა ორმაგი მკვლელობის მიზეზი?!

ქვემო ფონიჭალაში 13 აპრილს მომხდარმა ორმაგმა მკვლელობამ, სოფლის მოსახლეობა გვარიანად შეაშფოთა. დანაშაული ავტოსახელოსნოში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი სოფელი ლამის მაფიოზური გარჩევებისა და მკვლელობების ადგილად იქცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას გამიზნული მსხვერპლის გარდა, კიდევ ერთი შემსწრე შეეწირა, ერთი კი - მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. დანაშაული დაახლოებით დღის 2 საათზე, ავტოსახელოსნოში მყოფი ადამიანების თვალწინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ავტოსახელოსნოს ეზოში "ოპელის" მარკის მწვანე მანქანა ნელი სვლით შევიდა და გაჩერდა. მისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. მანქანიდან გადმოსულმა ახალგაზრდა კაცმა იარაღი ამოიღო და სროლა მიჯრით ატეხა, რის შემდეგაც სროლის მიმართულებით მყოფი სამივე ადამიანი მიწაზე ჩაიკეცა. თავდამსხმელმა იარაღი ჯიბეში ჩაიდო და მანქანა ელვისებურად მოწყვიტა ადგილს. ავტოსახელოსნოში მყოფმა დანარჩენმა ხელოსნებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაბედეს თავიანთი სამუშაო ადგილებიდან გამოსვლა. ადგილობრივები პრესასთან ურთიერთობას ერიდებიან, თუმცა პირად საუბარში ყველა თითქმის ერთ ვერსიას ყვება, მკვლელობა შესაძლოა ნარკოტიკებს უკავშირდებოდეს.

ჩვენი რესპონდენტი ავტოსახელოსნოსთან, სადაც დანაშაული მოხდა, ახლოს ცხოვრობს. აი, რას მოგვიყვა ადგილობრივი აზერბაიჯანელი, რომელმაც გვთხოვა მისი გვარ-სახელი არ დაგვესახელებინა:

- კიდევ კარგი, რომ თავდასხმისას ეზოში მეტი არავინ იყო, თორემ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლებოდა ამ ტრაგედიას. ხელოსნები თავის საქმეს სახელოსნოში აკეთებდნენ, საიდანაც მას შემდეგ გაბედეს გამოსვლა, რაც მკვლელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ეს სახელოსნო ძირითადად რუსეთიდან ჩამოყვანილი სატვირთო მანქანებს ემსახურება. ჩვენი სოფლის აზერბაიჯანული მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთშია დასაქმებული, საიდანაც მეორადი "კამაზები" ჩამოჰყავთ, არემონტებენ და ყიდიან. გარდაცვლილებიდან იმ კაცს, ვის მოსაკლავადაც პროფილაქტიკაში მკვლელი შევიდა, სწორედ მანქანა ჰყავდა სარემონტოდ მოყვანილი, უნდოდა ენახა, რემონტის საქმე როგორ მიდიოდა და თან მეგობარიც მიჰყვა. ამბობენ, რომ ის მეგობარი სულ არაფერ შუაში იყო და შემთხვევით მოკლა. ასევე შემთხვევის მსხვერპლია ამ სახელოსნოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იმ დროს ეზოში იყო და იქ მისულ კლიენტებს ელაპარაკებოდა.. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ