დუბაიში ქართველი ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს

დუბაიში ქართველი ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს

დუბაიში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გამოცემა "გალფ ნიუსის" ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს.

დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია. მომხდარის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა გოგონამ აცნობა, რომელიც იმ მომენტში ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

იხილეთ ვიდეო

თავის მხრივ, გამოცემა "khaleejtimes"-ი წერს, რომ დაღუპულის ასაკი 25 წელს არ აღემატება. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იპოვეს მისი მეგობარი გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ძირს იწვა.

24 წლის გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობდა და მასთან კონტაქტისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

"მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ტროტუარზე ჩამოჯდა... უცნაურ ხმებს გამოსცემდა" - რა მოხდა კომაროვის სკოლასთან, სადაც ქალის ცხედარი ნახეს?

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან