"თბილისის ფორუმის" მომხმარებელს ამერიკის ელჩზე გახსნილი სახუმარო თემის გამო 7-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

"თბილისის ფორუმის" მომხმარებელს ამერიკის ელჩზე გახსნილი სახუმარო თემის გამო 7-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქართველ ინტერნეტმომხმარებელს სულხან წულაძეს 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არსებული ინფორმაციით, "თბილისის ფორუმის" იუზერმა, რომელიც ცნობილია "სპლიყვის" სახელით, forum.ge-ზე 2016 წლის 11 აპრილს გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. მეტი დამაჯერებლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google MAP-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდაცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და სულხან წულაძე დააკავეს. წულაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით არის დაკავებული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფორუმის მომხმარებელს შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს.

"არაეთიკური კი იყო ის თემა, რომელიც გახსნა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოყენებული სასჯელი არის არამართლზომიერი. ვინც იცნობს სულხანს, წლებია ის ფორუმზე ამ ხუმრობების მეტს არაფერს წერს და არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას დაემუქრა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" სულხან წულაძის ძმამ გიორგი წულაძემ.

იხილეთ ვიდეო

ამასთან, დღეს გაიხსნა პეტიცია, რომელზეც ხელისმომწერები სულხან წულაძის ( SPLIYVI) პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ: "ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა

ვის დაურეკა გიორგი ქათამაძემ ხიდზე ჩხუბის შემდეგ და ვინ ჩამოიყვანა "მერსედესის" 2 მგზავრი თბილისში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა