"წლინახევრის შვილი ხელში ეჭირა, როცა ესროლეს..." - როგორ მოიპარა თბილისის მორგიდან "კანონიერი ქურდის" დამ ძმის ცხედარი

"წლინახევრის შვილი ხელში ეჭირა, როცა ესროლეს..." - როგორ მოიპარა თბილისის მორგიდან  "კანონიერი ქურდის" დამ ძმის ცხედარი

"კანონიერი ქურდის", კაკო ბრეგვაძის სახელი ქურდულ სამყაროში ქუხდა და ბევრს ეშინოდა მისი. 93 წლის მარიამ ბრეგვაძე­ ძმაზე მოგვითხრობს:

- ჩემი ძმა 1914 წელს დაიბადა. თავი­დანვე თავნება ბავშვი იყო. არც ჯარში წავიდა, არც - ომში. 19 წლისა უკვე "კანო­ნიერი ქურდი" იყო და მისი ბევრს ეშინოდა. ქურდული კანონების მიხედვით, ქურდს ოჯახის შექმნის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ კაკოს ცოლი არ ჰყ­ოლია, შვილი კი საყვარელმა ქალმა ქორწინების გარეშე გაუჩინა. 1943 წლის ერთ დღეს, მაშინ ბავშვი წლინახევრის იყო, კაკომ სასეირნოდ გაიყვანა. ნაძალადევში, მეგობართან წაუყ­ვანია, სადაც შავი სამყაროს რამდენიმე წარმომადგენელს მოეყარა თავი. ამასობაში მილიციას სახლისთვის ალყა შემ­ოურტყამს. კაკოს ბავშვის გადარჩენა უნდოდა და უკანა ფანჯრიდან უცდია გაქცევა­. ფანჯარა გამოუღია თუ არა, ესროლეს. დაჭრილი­ უკანვე,­ ოთახში გადავარდნილა­ და ბავშვი ზედ დასცემია... როცა კაკოს გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინეს, ჩემი თვალით ვნახე საზარელი სურათი, გასისხლიანებულ მამას ბავშვი გულზე ეწვა და ტიროდა...

შოკში ვიყავი, ბავშვი მე წამოვიყვანე, კაკო კი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაასვენეს. მაშინ წესად ჰქონდათ, ქურდს რომ შეიპყრობდნენ, ცოცხალსა თუ მკვდარს ქუჩა-ქუჩა ჩამოატარებდნენ, რომ ხალხს ენახა, როგორ ისჯებოდნენ დამნაშავეები. არ მინდოდა, ჩემს ძმასაც ასე მოჰქცეოდნენ და გადავწყვიტე, მიცვალებული მომეპარა. ამას მარტო ვერ მოვახერხებდი და რამდენიმე ბიჭს ვთხოვე დახმარება. გვიან ღამით შევიპ­არეთ საავადმყოფოს მორგში, გავახვიეთ მიცვალებული ზეწარში და ფანჯრიდან გამოვაპარეთ. მეორე დღესვე დავკრძალეთ, რომ მილიციას მიცვალებული არ წაერთმია.

- ბავშვი გადარჩა?

- დიახ, მაშინ გადარჩა, მამის სისხლში მოსვრილი, გულში ჩახუტებული წამოვიყვანე, მაგრამ იმის მერე ხმა აღარ ამოუღია, აღარ ლაპარაკობდა, დიდი სტრესი მიიღო გოგონამ და ამ ამბიდან 9 თვეში ისე გარდაიცვალა, არც უავადმყოფია.

- ძმის საქმეების შესახებ იცით რამე?

- სახლში იშვიათად მოდიოდა, არაფერს გვიყვებოდა თავის საქმეებზე. მუდამ კარგად ეცვა. ვხვდებოდი, რომ ფული ბლომად ჰქონდა, მაგრამ შინ არასოდეს მოუტანია. დედა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ნაქურდალი და ნაყაჩაღარი ფულით ჩვენთვის საჭმელ-სასმელი ან ტანისამოსი ეყიდა. ამიტომ ღარიბუ­ლად ვცხოვრობდით. მახსოვს, სკოლას რომ ვამთავრებდი, გამოსაშვები საღამოსთვის­ ახალი ტანისამოსი არ მქონდა და ერთ საღამოს კუთხეში მიმჯდარი ვტიროდი. სწორედ ამ დროს მოვიდა კაკო, მეგობარი ახლდა. რატომ ტირიო? - მკითხა. არც ბაფთები მაქვს, არც კაბა და ფეხსაცმელი, გამოსაშვებ საღამოზე რომ წავიდე-მეთქი. არაფერი უთქვამს, წავიდა და მეორე დღეს მთელი თოფი ქსოვილი მომიტანა, - ტექსტილის მაღაზია გაუქურდავთ იმ ღამით. შენც შეიკერე და შენს დაქალებსაც მიეციო, დამიბარა.

იმის გამო, რომ დედა გამუდმებით ეჩხუბებოდა, ჩამოშორებოდა ქურდ ძმაკაცებს, იშვიათად მოდიოდა შინ. თავს არიდებდა მშობლებთან კამათსა­ და უკმაყოფილებას. 7 და-ძმა ვიყავ­ით, კაკო გამორჩეულად ლამაზი და წარმო­სადეგი იყო. დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო, ვერც ერთი შვილი ვერაფერს უბედავდა. კაკოც კი, რომელიც ქალაქში ანგარიშგასაწევი ავტორიტეტი გახლდათ, სიტყვას ვერ უბრუნებდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ