"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ადგილობრივები შემთხვევის საზარელ დეტალებს ყვებიან.

როგორც "იმედთან" საუბარში კოჯრის მაცხოვრებლები ყვებიან, 27 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე კასრით იყო ჩაფლული. მათივე თქმით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. გვამი კასრში იყო დამალული და კვალის გაქრობის მიზნით მჟავა ჰქონდა გადასხმული, შემდეგ კი მიწაში იყო დამარხული. ადგილობრივები იხსენებენ 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს და ვარაუდობენ, რომ გადამალული ცხედარი სწორედ ამ შემთხვევის გაგრძელებაა. 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 55 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს, მისი 27 წლის ვაჟი კი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.

"ტრაქტორით მოვიდნენ და ამოთხარეს, კასრი ჩამარხული იყო მიწაში, ზემოდან ქვიშა ეყარა. თავით იყო ცხედარი ჩაყუდებული რკინის კასრში და ზემოდან მჟავა ჰქონდა გადასხმული. ამბობენ, რომ ყაჩაღობის ფაქტი მოხდა და შემდეგ მოკლეს" - საუბრობენ "იმედთან" ინტერვიუში თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ