ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."

ბაგებში წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - "ძალიან ნასვამი ყოფილა..."

ბაგებში, ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარს დღეს დილით მიაკვლიეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი მამუკა კუდავა ამ ფაქტზე ფეისბუქის პირად გვერდზეც წერს და ფოტოსაც აქვეყნებს: "ვაკეში, პატარა გუბეში, ამ ღამეს ჩემი ბავშვობის ნაცნობი დაიხრჩო. ძალიან ნასვამი კი ყოფილა, მაგრამ წყლის პატარა მილი და ორმო რომ რამით დაეფარა წყლის კომპანიას, ეს არ მოხდებოდა". კუდავას ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს აწარმოებდა, რის გამოც ორმო იყო ამოთხრილი და ტერიტორია არ იყო მონიშნული.

თუმცა, როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, ბაგებში აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის კომპანია სამუშაოებს არ აწარმოებდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო დასახლებაა, სადაც მოსახლეობის მიერ მოწყობილი იყო კერძო წყალგაყვანილობის ქსელი. შესაბამისად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ამ ტერიტორიასთან შეხება არ ჰქონდა. მათივე თქმით, როცა GWP ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს, უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება და სტანდარტების სრული დაცვით ხდება ტერიტორიის შემოსაზღვრა ბანერებითა და საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებით.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ