„ზოგიერთებს უნდა ეშინოდეთ...“ - რას ყვება ვოვა არუთინიანი, რომელიც ჯორჯ ბუშზე თავდასხმისთვის იხდის სასჯელს

„ზოგიერთებს უნდა ეშინოდეთ...“ - რას ყვება ვოვა არუთინიანი, რომელიც ჯორჯ ბუშზე თავდასხმისთვის იხდის სასჯელს

ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მცდელობისთვის გასამართლებული ვოვა არუთინიანი დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი ინტერვიუ გოდერძი შარაშიას საავტორო პროექტში, "გრიფით საიდუმლო" გავიდა. არუთიანინი მომხდარის დეტალებზე ვრცლად არ საუბრობს და ამბობს, რომ დაწვრილებით ყველაფერს მხოლოდ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემთხვევაში მოჰყვება.

იხილეთ ვიდეო

"არ მინდოდა ვყოფილიყავი ტარაკანა. მე ვარ ადამიანი, მაგრამ ზოგიერთის თვალში მე და ჩემნაირები უბრალოდ, ტარაკანები არიან. ჩვენ ტარაკანები არ ვართ და ზოგიერთებს უნდა ეშინოდეთ არა მოსამართლეების და პროკურორების, არამედ იმ ადამიანების, რომელიც გაამწარეს თავისი ღორული საქციელით. როდესაც ციხეში მოვხვდი, ძალიან ბევრი სიბინძურე იწერებოდა ციხეში. გიჟად და სპეცსამსახურის აგენტად მნათვალდნენ. დედაჩემი არ ნახეთ? გახეული "ფელჩატკებით" დადის და "საფლეტკებით" ვაჭრობს. სპეცსამსახურის აგენტის დედა ასეთ დღეში იქნება? ამან იმდენად გამამწარა, პასუხსაც ვერ ვცემდი", - ამბობს არუთინიანი.

ვოვა არუთინიანს 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ედება ბრალი. ვოვა არუთინიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ბრალს #7 დაწესებულებაში იხდის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ