სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი პრეზიდენტის ხარჯებზე: "გადამიხდია რესტორნებში... სპა-სალონებში, კანის და ლაზერის ოპერაციების ცენტრში"

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი პრეზიდენტის ხარჯებზე: "გადამიხდია რესტორნებში... სპა-სალონებში, კანის და ლაზერის ოპერაციების ცენტრში"

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება, დღეს მოწმის სახით დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, გიორგი ჟოჟონაშვილი.

ჟოჟონაშვილის თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენის დავალებას პირადად პრეზიდენტისგან იღებდნენ.

სააკაშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ იღებდა დავალებებს 2009 წლიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან - ჯერ ოთარ ქველიძისგან, შემდეგ კი თემურ ჯანაშიასგან, რომ გაჰყოლოდა პრეზიდენტს საზღვარგარეთ მივლინებებში და მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეხადა კონკრეტული თანხები.

"გადამიხდია თანხები სხვადასხვა მომსახურებაში. კერძოდ, დერმატოლოგიაში, სპა-სალონის მომსახურებაში, კანის და ლაზერის ოპერაციების ცენტრში. შემიძენია ტრენაჟორები, ასევე ველოსიპედის მომსახურება, გადამიხდია თანხები რესტორნებში. ვიზიტში წასვლის წინ თანხებს ვიღებდი ნაღდი ფულის სახით ბუღალტერიიდან, შემდეგ კი მიმქონდა გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითრები და თუკი მრჩებოდა თანხა, მასაც ვაბრუნებდი ბუღალტერიაში", - განაცხადა ჟოჟონაშვილმა.

პროკურორის კითხვაზე, ვისგან იღებდა კონკრეტულად ის მითითებებს, რომ ამა თუ იმ მომსახურებაში უნდა გადაეხადა თანხა, პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, რომ ამ მითითებებს მივლინებებში ყოფნისას პირადად ყოფილი პრეზიდენტისგან იღებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ