სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული

სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული

რამდენიმე დღის წინ გახსნილ დედა-შვილი კვეზერელების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია გიორგი ყუფარაძე - არაერთგზის ნასამართლევი კრიმინალი, რომელიც ამჟამად ქვეყნიდანაა გაქცეული. შეგახსენებთ, 2 წლის წინ დაკარგული 29 წლის გურამ კვეზერელის მჟავით დამწვარი ცხედარი, კოჯორში, ერთ-ერთი აგარაკის ეზოში ჩაფლული იპოვეს. 2014 წლის 17 დეკემბერს გურამ კვეზერელი მოტყუებით წაიყვანეს კოჯორში, მოკლეს და ცხედარი გადამალეს, შემდეგ გურამის დედას სახლში მიადგნენ, ნატო კვეზერელს ყელი გამოჭრეს, იქიდან ფული წაიღეს და გაუჩინარდნენ. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ კვეზერელები 12 000 დოლარის გამო მოკლეს.

გიორგი ყუფარაძის "ანგარიშზე" სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულია, მათ შორის 2003 წელს იმჟამად ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა, რომელიც 6 წლის თავზე, პოლიციას იმჟამად უკვე პატიმრობაში მყოფმა გიორგი ყუფარაძემ გაახსნევინა. სწორედ ყუფარაძის სამართლადამცავებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი სასიკვდილოდ ოჯახის წევრებმა გაწირეს და მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა. საქმეში სულ 7 პირი ფიგურირებდა.

ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია დაასახელა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო, საქმეში მოკლულის მეუღლე თამარ ჩაჩუაც ფიგურირებდა.

გიორგი ყუფარაძე, თეიმურაზ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი თავდაპირველად მკვლელობის შემსრულებლებლად მიეცნენ პასუხისგებაში. დანაშაულის გახსნის დროს ყველა მათგანი ციხეში იჯდა. დიღმელაშვილი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული; გიორგი ყუფარაძე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობაში იყო მხილებული და 25 წელი ჰქონდა მისჯილი; ვასილ გოშაძეს ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის 27-წლიან პატიმრობას იხდიდა. დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს თემურ შარაშენიძეც  განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: "ძმები მოკლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს" - ყოფილი პატიმარი დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულებზე შემზარავ დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ