ონლაინ-სესხის გამო 24 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა: "ვერ იხდიდა... მითხრა უკვე ისე ვარ, თავს მოვიკლავო"

ონლაინ-სესხის გამო 24 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა: "ვერ იხდიდა... მითხრა უკვე ისე ვარ, თავს მოვიკლავო"

23 აპრილს, სოფელ ბადიაურში მკვიდრმა 24 წლის კახა ხ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ვალის გამო მოიკლა. კერძოდ კი, დაღუპულს ონლაინ-კრედიტი "ვივუსის" სესხზე გადაუხდელობის გამო პროცენტები დაერიცხა, რის გამოც მას გასამმაგებულ თანხას თხოვდნენ.

ორგანიზაცია "საბანკო და სამევახშეო სისტემისგან დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე მამისა ჯავახიშვილის განცხადებით, ბოლოს მან კახა ხ. 2 კვირის წინ ნახა და დახმარებას დაჰპირდა: "ჩემთან იყო ოფისში მოსული, მითხრა რომ სხვას ჰქონდა მისთვის სესხი გამოტანილი, 700 ლარი. გადაუხდელობის გამო თანხა გაიზარდა და 1000 ლარამდე უკვე გადახდილი ჰქონდა, "ვივუსი" კი 2000 ლარს ედავებოდა. უთხრეს, რომ სახლ-კარს დაუყადაღებდნენ და ამ ფულს მაინც ამოიღებდნენ. ვერ იხდიდა და დღეში რამდენჯერმე ურეკავდნენ მუქარით. მე ვუთხარი რომ დოკუმენტაცია უნდა მოეტანა და საჩივრის დაწერაში დავეხმარებოდი, მაგრამ უარი მითხრა, არაფერი აღარ მინდა, უკვე ისე ვარ, თავს მოვიკლავო. დავრეკე ონლაინ ბანკშიც, ველაპარაკე, გასაგებია, რომ პროცენტის ამოღებაც გინდათ, მაგრამ ვინ მოგცათ უფლება ადამიანები დაატეროროთმეთქი. გუშინ გავიგე, რომ გარდაიცვალა, ძალიან სამწუხარო და საშინელი ფაქტია, იმედი მაქვს მალე მოვუღებთ ამ ყველაფერს ბოლოს " - განცხადა Ambebi.ge-სთან საუბარში მამისა ჯავახაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გარდაცვლილის ოჯახი საუბარში ადასტურებს, რომ ახალგაზრდას მართლაც ჰქონდა ონლაინ სესხი, თუმცა არ იციან ეს გახდა თუ არა თვითმკვლელობის მიზეზი. "ნასვამი იყო და თავი მოკილა. ზუსტად ვერ გეტყვი ვივუსის თუ რის გამო, უნდა გავარკვიოთ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით ამჟამად" - Ambebi.ge სთან საუბარში განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ