ბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავის მხრივ, 230 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა დაცვის მხარე.

გეგეშიძის ადვოკატი კახაბერ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პატიმრობის შეფარდებამდე ირაკლი გეგეშიძემ განაცხადა, რომ არჩეული პირია და ბაღდათის მოსახლეობისთვის შეურცხმყოფელი იქნება მათ მიერ არჩეული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ