მაგდა პაპიძის საქმეზე 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია

მაგდა პაპიძის საქმეზე 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, პირველ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა 4 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს, მეორე სხდომაზე კი, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, 4 ნაფიცი მსაჯული შეირჩა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ უახლოეს 2 სხდომაზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა შესაძლოა დასრულდეს და საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს.

"პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, შერჩეული კანდიდატები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესში თავად ბრალდებული მაგდა პაპიძეც მონაწილეობს.

მაგდა პაპიძის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყო. ბრალდებისა და დაცვის მხარეები ნაფიც მსაჯულებს ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შედგენილი 100 კაციანი სიიდან ირჩევენ.

იხილეთ ვიდეო

კანონმდებლობის თანახმად, ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს პირი, თუ ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში; თუ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი; შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი - კერძოდ: თუ იგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი ან პოლიციელია; ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; არის სასულიერო პირი; იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; არის ბრალდებული; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დადებული; მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე; არის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ან იურისტი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არა უმეტეს 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ