მძღოლი, რომელიც ქუთაისში სამ ადამიანს დაეჯახა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც ქუთაისში სამ ადამიანს დაეჯახა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც ქუთაისში სამ ადამიანს დაეჯახა დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა, გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი არასრულწლოვანია დაშავებული, რომელიც გარდაცვლილ დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა. ის ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა, BMW-ს მარკის ავტომობილი კიდევ ორ მანქანასაც დაეჯახა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ