სამეგრელოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ბრალდებული ბრალს აღიარებს

სამეგრელოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ბრალდებული ბრალს აღიარებს

მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 28 წლის გოგა ფ. ბრალს აღიარებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

გამოძიების ინფორმააცით, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გოგა ფ.-მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პაატა ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის ჩხოროწყუში დააკავეს.

”შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული გოგა ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში, ურთიერთშელაპარაკებისას 1979 წელს დაბადებულ პაატა ბ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გოგა ფ. ჩხოროწყუში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, მოკლული სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.

ვიდეო| მარტვილში აფხაზეთის მთავრობის პირადი დაცვის ოფიცერი მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ