ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ

 ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ

ქობულეთის ერთ-ერთ უბანში 200-მდე ადამიანი 65 წლამდე მამაკაცს პედოფილაში ადანაშაულებს და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვს. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსული და "იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე იპოვნიან, ჩაქოლავენ". ქობულეთლები ამბობენ, რომ აფთიაქის მფლობელი მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონას "კამფეტების შეთავაზებით მანქანაში ეპატიჟებოდა". მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი.

ბავშვის დედამ პოლიციას დღეს მიმართა და ახლა დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ბავშვს მამა არ ჰყავს. გოგონა ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდო ეჭვმიტანილის აფთიაქსა და საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ადგილზე იმყოფება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძეც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ