ხმაური ქობულეთში: ადგილობრივები იმ სახლში შეჭრას ცდილობენ, სადაც მათი მტკიცებით პედოფილი მამაკაცი ცხოვრობს

ხმაური ქობულეთში: ადგილობრივები იმ სახლში შეჭრას ცდილობენ, სადაც მათი მტკიცებით პედოფილი მამაკაცი ცხოვრობს

ქობულეთელებმა იმ სახლის ჭიშკრის შენგრევა სცადეს, სადაც მათივე მტკიცებით, პედოფილი მამაკაცი ცხოვრობს. 60-მდე მამაკაცი ჭიშკართან მას შემდეგ მიიჭრა, რაც სახლში მყოფი ოჯახის ახლობლები ჭიშკართან მოსალაპარაკებლად მივიდნენ. მეზობლები ითხოვენ, ოჯახმა დღესვე დატოვოს უბანი და სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად.

"ამ ტერიტორიაზე ესენი ვერ იცხოვრებენ. არ მოვასვენებთ და არ შერჩებათ ამაზრზენი საქციელი", - აცხადებენ მეზობლები. ადგილობრივები შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავენ სახლში მყოფებს და ჩაქოლვით ემუქრებიან თუ ტერიტორიას არ დატოვებენ.

მოგვიანებით უბანში მცხოვრები სამი ქალბატონი ოჯახთან მოსალაპარაკებლად და იმ მოთხოვნების გადასაცემად შევიდა, რაც მოსახლეობას აქვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წაიკითხეთ: ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ