რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

რა იციან ლევან როსტოშვილის მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ: "როსტო რომ ნარკოტიკებთან კავშირში არ არის ზუსტად ვიცი"

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულისთვის "ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი, სპორტსმენი ლევან როსტოშვილი და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება გვიან ღამით თბილისში მოხდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დაკავებულთა ვინაობას არ აკონკრეტებენ.

ვიდეო| როსტო სამართლებრივ სკანდალში: რისთვის დააკავეს ტელეწამყვანი

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

AMBEBI.GE ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ლევან როსტოშვილის მეგობრებს დაუკავშირდა:

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი: "თქვენგან გავიგე როსტოს და კურტანას დაკავების ამბავი. მართლა არაფერი არ გამიგია. კურტანას ახლოს არ ვიცნობ და როსტო რომ ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის, ზუსტად ვიცი. გავარკვევ ყველაფერს"

დათუნა სირბილაძე, მომღერალი: "არ ვიცი არაფერი, ქალაქში არ ვიყავი. ახლა ჩამოვედი და უნდა გავარკვიო რა ხდება"

თაკო დოლაბერიძე, ივენთმენეჯერი: "არ არის ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია. რაღაც პრობლემა არის, მაგრამ ბოლომდე არაფერი არ არის დადასტურებული".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ