მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს

მკვლელობა სიღნაღში – 58 წლის ქალი გაჩერებიდან გაიტაცეს და მოკლეს

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელი, 58 წლის ელზა გელაშვილი მოკლული იპოვეს. ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის 4 მაისს, დაახლოებით 13:00 საათისთვის წნორის ცენტრიდან დაიკარგა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, რომელიც სიღნაღის რაიონის მაცხოვრებელია.

4 მაისს, ვიდრე დაიკარგებოდა, ელზა გელაშვილი წნორში, ცენტრალურ ქუჩაზე, ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი "მარშუტკაში" შენიშნეს.

"პირველი საათისთვის გამოსულა სამსახურიდან. წნორში, ცენტრალურ გზაზე, გაჩერებაზე მდგარა დაახლოებით 1:30-დან 14:00 საათამდე პერიოდში. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა, მეზობელმა დააფიქსირა. 15 წუთში რომ გამოვიარე, ვიფიქრე სახლში წავიყვანო, აღარ დახვდა იქ. საღამოს ახლობლებმა ძებნა დაიწყეს. რომ დაღამდა და კიდევ არ გამოჩნდა, მერე პოლიციაში განვაცხადეთ", – ამბობს მარინე შაიშმელაშვილი, ელზა გელაშვილის ნათესავი.

"პოლიცია სამი საათის განმავლობაში გვკითხავდა. როცა გამოგვიშვეს და სიღნაღში ამოვედით, ოჯახის ახლობელმა ბიჭებმა ძებნა ჯგუფ – ჯგუფად განაგრძეს. იმ ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც გაუჩინარდა. პოლიციაში გვითხრეს ჩვენც მოვძებნითო, მაგრამ ძებნა არ დაუწყიათ, ჩვენ არსად შეგვხვდნენ. მოგვიანებით, ჩვენმა ბიჭებმა ძებნის შედეგად ქალის ტუფლი იპოვეს, ვნახეთ და დავადასტურეთ, რომ ეს ელზას ფეხსაცმელი იყო, რომელიც იმ დღეს ეცვა, როცა დაიკარგა", – გვითხრა ელეონორა გელაშვილმა.

ფეხსაცმლის პოვნის შესახებ პოლიციას აცნობეს, მაგრამ როგორც სიღნაღელი ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი ამბობს, პოლიციაში განაცხადეს, რომ ვიდრე სამი დღე არ გავიდოდა საქმეს ვერ აღძრავდნენ და ვერც ძებნას დაიწყებდნენ.

"პირველი აღშფოთება რაც იყო, ქალის ერთი ფეხსაცმელი იყო ნაპოვნი და პოლიციაში აცხადებდნენ, ვიდრე სამი დღეა არ გავა, ჩვენ საქმეს არ აღვძრავთ და ძებნას არ დავიწყებთო", – აღნიშნავს თენგიზ ბეჟაშვილი.

იხილეთ სრულად: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ