"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს. როგორც "ამბები.გე"-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებული აქციის მონაწილეები.

მათი ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ასევე ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უკვე დაუკავშირდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისთვის.

პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ "პანორამა თბილისის" მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და შეეცადნენ, რომ ამგვარად შესულიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ