პირველი კადრები ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის სასამართლო პროცესიდან - დაკავებულთა განაჩენი ცნობილია

პირველი კადრები ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის სასამართლო პროცესიდან - დაკავებულთა განაჩენი ცნობილია

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა დაიწყო 2016 წლის 5 მაისიდან.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ნანუკა ჟორჟოლიანი როსტოს და კურტანას დაკავებას ეხმაურება - "თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ