კადრები ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესიდან - შსს ”პანორამა თბილისის” აქციაზე დაკავებულთა შესახებ

კადრები ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესიდან - შსს ”პანორამა თბილისის” აქციაზე  დაკავებულთა შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ. იხილეთ: ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - ხმაური "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე

შსს-ს ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.

საგამოძიებოს უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილე გიორგი ა.-ხ მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.

”პარტიზანი მებაღეების” ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ