სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ანა ჩხეტიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ჯარიმა, ისევე როგორც მისი დაკავება და გამოშვება არაფერს ნიშნავს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელეს.

ალეკო ელისაშვილი დღეს ”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, კოჯრის გზატკეცილზე დააკავეს.

ხატია დეკანოიძე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.

შს სამინისტროს განცხადებით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება