ბათუმში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, 6 მაისის პარკში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. პარკში მყოფი თვითმხილველის სულიკო სიხარულიძის თქმით, 35 წლამდე მამაკაცს მანქანაში ესროლეს. მეზობლების თქმით, მამაკაცმა მანქანით პარკში ცოლსა და შვილებს მიაკითხა რა დროსაც რამდენჯერმე ესროლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მყოფებმა დაჭრილი მამაკაცი მისსავე მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მამაკაცი სავარაუდოდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ