შემზარავი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს

შემზარავი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა  მოკლეს

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ცხედარს წუხელ გვიან ღამემდე ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა.

ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო.

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას "ფეისბუქზეც" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

"დღეს, ხურჩის ხიდთან ჩემო ბავშვობის მეგობრის, გიგა ოთხოზორიას შემზარავ მკვლელობას ჰქონდა ადგილი... შეძრწუნებული ვარ მომხდარით და არ ვიცი რა სიტყვებით ავღწერო ეს ტრაგედია...

გიგა იყო ერთი ძალიან გულიანი, ქვეყნის პატრიოტი და მოსიყვარულე ადამიანი... ღმერთმა მიიბაროს მისი სული...

იმედს ვიტოვებ საგარეო უწყება სათანადო რეაგირებას გამოიჩენს, ასევე უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს დამნაშავეთა ვინაობას და მკვლელები არ დარჩებიან დაუსჯელები!

აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი აფხაზეთიდან დევნილების კონსოლიდაციის აუცილებლობას და აფხაზებთან ერთად კონფლიქტის ზონაში არსებული უკონტროლობის, კრიმინალის და ოკუპაციის დასრულების გარდაუვალობას.

აცხონოს უფალმა გიგას სული", - წერს "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ