ინტერნეტში ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ინტერნეტში ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

იხილეთ ვიდეოკადრები

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს მოკლა. გარდაცვლილის ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.

ინტერნეტში სავარაუდოდ დამნაშავის ფოტოც გავრცელდა. აღნიშნული პიროვნება 29 წლის რაშიდ კანჯი-ოღლია. მას ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საცხოვრებელ ადგილას აფხაზეთი, ტყვარჩელი აქვს მითითებული.

ასევე იხილეთ: "ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ