რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია. საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მკვიდრებს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-2 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. მათ დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედავებოდა. დაკავებულები სწორედ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ახლობლების ინფორმაციით, დაკავებისას საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან 8 კილომეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"ჯერ ზნაურის იზოლატორში დაგვკითხეს, იქედან გადაგვიყვანეს ცხინვალში. ბოლოს სასამართლოს შემდეგ გამოგვიშვეს. სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ვიმყოფებოდით მათ ტერიტორიაზე და 2-2 ათასი რუბლი ჯარიმა გამოგვიწერა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა დაკავებულმა.

თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავება 19 მაისს ზნაურის რაიონში დასახლებულ პუნქტ აბანო-ნაგუთნის ტერიტორიაზე განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ