კორცხელში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

 კორცხელში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ