ზუგდიდის პოლიციაში კორცხელში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკითხვები მიმდინარეობს

ზუგდიდის პოლიციაში კორცხელში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკითხვები მიმდინარეობს

ზუგდიდის პოლიციაში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმხილველებსა და მედიის წარმომადგენლებს კითხავენ. დაკითხვიდან უკვე გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია, რომელმაც განმარტა, რომ დეტალურად მოაყოლეს პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

"მე მართლა არ ვიცი ვისი მოყვანილები იყვნენ ის პოსრტსმენები, თუმცა, ვიცი ის, რომ პროვოკაცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწყო. რაც შეეხება ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის მხრიდან ამ დაპირისპირების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას, მე არ მგონია, რომ ისინი ამაში გარეული იყვნენ. ჩვენ ვსწავლობთ ვითარებას, თუმცა, თუ რომელიმე მათგანს ამაში წვლილი მიუძღვის, გპირდებით, სათანადოდ დაისჯება", - განაცხადა გვასალიამ.

დაკითხვიდან გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი მინაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ობიექტური გამოძიების ილუზია არ აქვს. ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან "რუსთავი2"-ის (ემა გოგოხია) და პირველი არხის (ნატო ვერულავა) რეგიონული კორესპონდენტები და ასევე ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" კორესპონდენტი თამარ ზანთარაია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ